კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც უკვე დასრულებულია, დღეს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გახსნა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2185 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი

28 სექტემბრის მონაცემებით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 010 ადამიანი, გარდაიცვალა 40 პაციენტი.

იმედი გვაქვს, რომ ENKA-სთან არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით – ნათია თურნავა

ნამახვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

პრემიერი – ჩვენ მათ შევუქმენით აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნამახვანჰესის” ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მუნიციპალური ავტობუსების სალარო აპარატებით აღჭურვა მიმდინარეობს

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსების სალარო აპარატებით სრულად აღჭურვა.