28 სექტემბრის მონაცემებით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 010 ადამიანი, გარდაიცვალა 40 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 216 კვლევა კორონავირუსზე.
იმერეთში, ვირუსის 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 884 ადამიანი ემსხვერპლა.