ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსების სალარო აპარატებით სრულად აღჭურვა.
“მუნიციპალური ავტობუსები სრულად აღიჭურვა სალარო აპარატებით: მგზავრთა გაზრდილი ნაკადის შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილებისათვის
საუკეთესო გამოსავალია ხურდის მიმღები აპარატები, რომლებიც ვალიდატორების ალტერნატივას წარმოადგენს;
მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს საბანკო ბარათებითა და სტუდენტური საშეღავათო ტარიფით, თუმცა ჯერ კიდევ რჩება მომხმარებელი, რომელიც მგზავრობის საფასურის გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით ახორციელებს.
შესაბამისად, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მძღოლთან კონტაქტის მინიმუმამდე დასაყვანად, დროულად იქნა აღჭურვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სალარო აპარატებით.
მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ 50-იანი, 20 და 10 თეთრიანი მონეტებით.”- ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია
ფოტო: ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია