ქუთაისის მერობის კანდიდატი,

იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი შენგელია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის დაპირებებში შედის:

 

100 მილიონი ევროს ღირებულების საკანალიზაციო ქსელის მოწყობა

Სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების უფასო მომზადება

ორი საერთაშორისო დონის სპორტული მოედნის მოწყობა

ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია

ცენტრალური სადრევნის რეაბილიტაცია

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია

Საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია

Სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართვა

Რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია

გარდა ამისა, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მან მოსახლეობამ 9-თვიანი მერობის პერიოდში უკვე შეუსრულა ის, რასაც დაჰპირდა.

,,ჩემი მერობის პერიოდში ქალაქი გადავიდა უწყვეტ წყალმომარაგებაზე. ქუთაისის ბიუჯეტმა 91 მილიონს მიაღწია. ვცდილოთ ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რომ გაჩნდეს სამუსაო ადგილები და დავძლიოთ უმუშევრობა. Ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდა ახალი სამკერვალო, სადაც 500-მდე ქალბატონი დასაქმდება. Ჩვენი გუნდის მიზანი ქუთაისში ყველა უბნის თანაბარი განვითარებაა,’’-აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *