ქუთაისში, დღეს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის ნობათის დარიგება დაიწყო.
ბაგა – ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მოზარდთა ოჯახებს 9 სახის პროდუქტი გადაეცემათ.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ნობათში შედის:
1 კგ. ფქვილი, 1 კგ ბრინჯი, 1კგ. შაქარი, 1კგ ბურღული, ათი ცალი კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი, ორცხობილა, მაწონი, კარაქი.
ქუთაისში 37 სახელმწიფო ბაღია. წელს, საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა 7 643-ი.