იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც უკვე დასრულებულია, დღეს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გახსნა.
„ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი სრულიად ახალი, 51 კილომეტრიანი გზის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება 110 მილიონი ლარი დაჯდა და თბილისიდან რაჭამდე სულ რაღაც სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა.
სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული.