ქუთაისში ცირა ყურაშვილის და ნინო ბატია ჩეხოშვილის ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში ფერადი ილუსტრაციებია წარმოდგენილი, მასში 7 ზღაპარია შესული და 7-დან 12 წლამდე მოსწავლეებზეა გათვლილი.

,,ნაწარმოებების თემატიკა მრავალფეროვანია. ძირითადად ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ბავშვებმა არ დაკარგონ ორიენტირი. შესავალში მითითებულია მწერალ გიორგი კაკაბაძის წინასიტყვაობა, რომელშიც ის წერს, რომ წიგნში ისეთი პერსონაჟები არიან და ისეთი მიმართულებაა, რომ კეთილი საქციელი კეთილ საქციელს იწვევს და სამყაროში სიკეთე მრავლდება. ამ მხრივ ის მიიჩნევს, რომ წიგნის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენ ლიტერატურულ ცხოვრებაში,’’-ამბობს წიგნის ავტორი ცირა ყურაშვილი.

წიგნი ნინო ბატია ჩეხოშვილის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.