14 ივლისს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში “საბას” ფინალისტები დასახელდნენ.
2023 წლის კონკურსის ფინალისტები 7 ნომინაციაში, 230 ნამუშევრისგან შეარჩიეს.
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- ირაკლი არიშვილი – „დასაწყისის დასასრული“
- ოთარ ბიწაძე – „სადღაც ჩაძირული გემებია“
- გოდე გორგილაძე – „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“
- ელზა გურგენიძე – „ზაოდი“
- გიო ზედვაკელი – „არავითარი პოეზია“
- ირაკლი მაჩიტაძე – „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“
- ეკა მახარაშვილი – „ახალი ძველი ამბები“
- გოგა ქობალია – „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“
- ანუკი შატაკიშვილი – „წუთით კოსმოსში“
- ანა ჯავახიშვილი – „სარდაფის ცოლები“
- ელზა ჯავახიშვილი – „საგზალი“
- გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი)- ჰაინერ მიულერის „პიესები“
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- ნანა აბულაძე – „ორივე სქესი“
- გუგა მგელაძე -„განგაშის პოეზია“
- საბა მეტრეველი – „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“
- ოთარ ჯირკვალიშვილი – „კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“
წლის საუკეთესო პიესა:
- თამარ ბართაია – „შავ-თეთრი“
- ვალერი ოთხოზორია – „წმინდა ნაწილები“
- ეკატერინე ტოგონიძე – „ექვსი ნოეს კიდობანი“
- ბესო ხვედელიძე – „მარი ხუანით“
- ბასა ჯანიკაშვილი – „ვთამაშობთ „გამზრდელს““
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- გიორგი აბდუშელიშვილი – „სხვა ავღანური დღიური“
- ლევან ბერძენიშვილი – „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“
- თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე – „გალაკტიონი უცენზუროდ“
- რატი მუჯირი – „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ლუკა ბაქანიძე – „რომელი ხარ სარდაფსა შინა“
- ნინო თარხნიშვილი – „სიცოცხლის დაზღვევა“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ირმა ბერიძე – „კაცმა დარეკა“
- ქეთი გზირიშვილი – „ახსნა“
- თემურ ელიავა – „ყვავების ფოსტა“
- ნინი ელიაშვილი – „სხვა სახელი მოუხდებოდა“
- ნატო ინგოროყვა – „ისმის ჩემი ხმა?“
- ზაზა კოშკაძე – „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“
- ნიკა ლაშხია – „არ დაელოდო ანგელოზებს“
- სოსო მეშველიანი – „მწერი ქარვაში“
- დათო ქარდავა – „მეორადი ჰომეროსი“
წლის საუკეთესო რომანი:
- ზაზა ბურჭულაძე – „ვარდის სურნელი“
- რატი რატიანი – „რომეო იცინოდა“
- ივა ფეზუაშვილი – „მასკარაფონე“
- თამარ ფოლადაშვილი – „ძვლების წიგნი“
- თამრი ფხაკაძე – „ჩვენ, თურმელები“
- ზურა ჯიშკარიანი – „სწრაფი, ღამისიერი“
გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია 19 სექტემბერს გაიმართება.