ქალაქ ქუთაისში მდებარე „ოქროს ჩარდახი“ წარმოადგენს იმერეთის მეფეთა XVII საუკუნის რეზიდენციიდან ერთადერთ შემორჩენილ ნაგებობას. უნიკალური შენობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია.

“მემკვიდრეობის პლატფორმის“ წევრებმა გაავრცელეს განცხადება ქუთაისში მემკვიდრეობის ძეგლის „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

მისასალმებელია, რომ იგეგმება ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. თუმცა, რეკონსტრუქციის არსებული პროექტით განსაზღვრული ჩარევები შეუსაბამოა მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის პრინციპებთან:
 სახელოვნებათმცოდნეო კვლევა არ არის სიღრმისეული, პროექტის კონსტრუქციული და რესტავრაციის ნაწილები არ ესადაგება ერთამენთს, იგეგმება რკინა-ბეტონის და ლითონის სვეტების გამოყენება ხის შესაფუთად და თაღოვანი კონსტრუქციების შემინვა ალუმინის ფანჯრებით, არ ჩატარებულა ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და არ არის შემუშავებული „ოქროს ჩარდახის“ შენობის სამომავლო დანიშნულება. დაუშვებელია ძეგლზე სამუშაოს დაწყება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *