ქუთაისში წიგნის ” Avtandil’s Quest ” პრეზენტაცია გაიმართა.
ეს არის ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შედეგად დაწერილი, „ ვეფხისტყაოსნის“ ფაბულაზე აგებული პროზაული ჟანრის წიგნი, ინგლისურ ენაზე.
წიგნი სამ ნაწილად იყოფა. პირველი და მეორე ნაწილი უკვე გამოსცეს, მესამე ნაწილი კი 2022 წლის ბოლომდე გამოიცემა.
წიგნის ავტორია ჰენრი ჯოსეფ ბუელლი, ხოლო თანაავტორი – ანა გაბუნია.
წიგნი არის ტრილოგიის ნაწილი და ის აჩვენებს და მიაქვს 21-ე საუკუნის ინგლისურენოვან მკითხველამდე მსოფლიოში – საქართველოს ოქროს ხანის პოემა ” ვეფხისტყაოსანი”.
წიგნი დამოუკიდებელი საავტორო შრომის შედეგია . მასში სრულად არის დაცული ” ვეფხისტყაოსნის” ფაბულა, დაცულია ყველა ის აფორიზმი, რაც ასე ეძვირფასებათ საქართველოში.
დღემდე , 21 საუკუნის მკითხველისთვის. ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პოეტური თარგმანები , მაგრამ არა პროზაული ფორმატი, რომელიც მორგებულია თანამედროვე მკითხველზე, თავისი ფორმით, ენობრივი კომპონენტით.
ტრილოგია საინტერესოა იმითაც, რომ თითოეულ წიგნში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს ავტორი., ხვდება იმ ადამიანებს, ვინც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს კულტურულ ისტორიაში.
წიგნის შესავალი უცხოელ მკითხველს ამოგზაურებს კახეთში, თბილისში, ქუთაისში.
,,ვეფხისტყაოსნისთვის” ხელის შეხებაა სარისკოა, რადგან ის ჩვენთვის წმინდა წიგნია, ბიბლიასთან გათანაბრებული. ჩვენ ვამაყობთ ,,ვეფხისტყაოსნით’’, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული საგანძური ჩავკეტოთ და საქართველოს ფარგლებს გარეთ ხელმისაწვდომი არ იყოს. მართალია, ბევრმა ,,ვეფხისტყაოსანი’’ უცხოელმა ენათმეცნიერმა იცის და აღიარებულია როგორც დიდი მხატვრული ღირებულების მქონე წიგნი, მაგრამ პრობლემა, რომელსაც წავაწყდით და რის გამოც წიგნის იდეა გაგვიჩნდა, იყო ის, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ არაენათმეცნიერებს არ აქვთ წაკითხული. უცხოელმა ექიმებმა, მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, ჟურნალისტებმა და სხვა პროფესიის ადამიანებმა, შეიძლება იცოდნენ, რომ ის გენიალური ნაწარმოებია, მაგრამ მეტ ინფორმაციას არ ფლობენ. ,,ვეფხისტყაოსანი კი იმსახურებს, რომ გასცდეს საქართველოს ფარგლებს და მას იცნობდნენ ფართო წრეში,’’-ამბობს წიგნის თანაავტორი ანა გაბუნია.
ილუსტრაციები სპეციალურად წიგნისთვის შეიქმნა ტილოზე ზეთით. ილუსტრაციები მხატვარ ირაკლი კახიძეს ეკუთვნის. პირველი წიგნის ყდაზე გამოსახული ავთანდილის და ტარიელის შეხვედრის ეზიპოდი, აბსტრაქტული ხასიათისაა და კონკრეტული სახეები არ ფიქსირდება. ანა გაბუნიას განმარტებით, მხატვარმა აღნიშნული სტილი შეგნებულად აირჩია, რათა არ ყოფლიყო ერთი მხატვრის თვალით დანახული ავთანდილის და ტარიელის სახეები და მკითხველს მეტი ფიქრის საშუალება მისცემოდა.