თანამედროვე და ყველაზე კომფორტულ მაღაზიის პროგრამას ოპტიმო, ბევრი უკვე კარგად იცნობს. ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა არის ოპტიმო, გეტყვით, ეს არის გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის,
ის ეხმარება ბიზნესებს, მარაგების აღრიცხვასა და მართვაში, აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების და ზოგადად შემოსავლების შესახებ, სტატისტიკებისა და რეპორტების საშუალებით მენეჯერს აძლევს საშუალებას, გაანალიზოს რა პოზიციაშია ახლა მისი ბიზნესი და დასახოს სტრატეგიული გეგმა წინსვლისთვის, ამასთანავე ოპტიმო სთავაზობს ბიზნესებს ხელმისაწვდომ მომსახურებებს პარტნიორებისგან.
იმისათვის, რომ თქვენს ობიექტზე მოახდინოთ ინვენტარიზაცია წესების დაცვით და აღრიცხოთ მარაგები, დაგჭირდებათ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალები.
პროცესები დროში რომ არ გაიწელოს და ყველაფერი დროულად მოგვარდეს, იდეალური იქნება ისეთი საკონსულტაციო კომპანიის დახმარება როგორიცაა, ინვენტერი. ის ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ბიზნესს სთავაზობს: ხარისხიან, კომპეტენტურ და სწრაფ სერვისს ინვენტარიზაციასა და მარაგების მართვაში.
აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ოპტიმოსთან თანამშრომლების ფარგლებში ინვენტერი მომსახურებას 20%-მდე ფასდაკლებით გაგიწევთ.
უფრო ზუსტად, რას სთავაზობს ინვენტერი ოპტიმოს მომხმარებლებს?
- ოპტიმოსთვის ბაზის აწყობას;
- ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას;
- გენერალური ინვენტარიზაციის ჩატარებას;
- სასაქონლო მატერიალურ მარაგებზე პასუხისმგებელი პირების კონტროლს;
- ზედმეტობისა და დანაკლისის გამოვლენას;
ინვენტარიზაციასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობა საბუღალტრო და ფინანსური საქმის წარმოების გარეშე წარმოუდგენელია, თუ ოპტიმოსთან ითანამშრომლებთ, სპეციალურ ფასდაკლებას ხსენებულ მომსახურებებზეც მიიღებთ.
ოპტიმოს პარტნიორია Polaris Finance ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური მომსახურების აუთსორსინგ კომპანია, რომლის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესს ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებაში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ხარჯების მინიმიზაციაში, ფინანსურ ანალიტიკასა და პროგნოზირებაში. სწორედ ისინი სთავაზობენ ოპტიმოს მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას საბუღალტრო მომსახურებასა და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციაში.
გარდა საბუღალტრო საქმისა, ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა ობიექტის ინტერნეტიზაცია. ამ კუთხით ოპტიმოს პარტნიორია სილქნეტი – საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი, რომელიც 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს აწვდის. სილქნეტის მობილური ქსელი საქართველოს ნებისმიერ წერტილში საიმედოა, ხოლო 4.9G LTE ინტერნეტ-ტექნოლოგია კი თბილისსა და რეგიონებში დაფარვის, სისწრაფის და ხარისხის კუთხით – უკონკურენტო გახლავთ. სილქნეტის მთავარი ამოცანა მომხმარებელთა ყოველდღიურობაში მეტი კომფორტის შექმნა და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან წვდომის გამარტივებაა.
სილქნეტი ოპტიმოს პარტნიორებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს ინტერნეტ სერვისზე, 1 წლის განმავლობაში. თუ აირჩევთ ოპტიმოს და ისარგებლებთ სილქნეტის ინტერნეტით, მიიღებთ უფასო ინსტალაციას და სასურველი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე 20%-იან ფასდაკლებას.