კულტურა
რა ღონისძიებების გამართვა იგეგმება "ორმაისობას“ ქუთაისში
ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გთავაზობთ გასამართი ღონისძიებების სავარაუდო ჩამონათვალს. 

ტენდერში გამარჯვებულმა ღია ცის ქვეშ დაგეგმილ ღონისძიებებს უნდა გაუწიოს კოორდინაცია, რეჟისურა შეთანხმდება შემსყიდველთან.

ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნის მოეწყობა ქალაქური სალონური კულტურის ამსახველი კუთხეები, წიგნების პავილიონი, ფემინისტების პავილიონი, სადღესასწაულო დროშები, ფრანგული ცხოვრების ამსახველი კუთხე დროებითი გამოყენების შესაბამისი დეკორაციებით.

პერფომანსი პარიზულ მოტივებზე  შესაბამისი კოსტუმებით. ხანგრძლივობა არანაკლებ 60 წთ. მინიმუმ 20 მსახიობის მონაწილეობით.

ოთხმა ქალმა უნდა განასახიეროს კატო მიქელაძე, მინადორა ორჯონიკიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, ქრისტინე შარაშიძე.

დღესასწაული სიტყვით უნდა გახსნას ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ქართველმა მწერალმა ( მამაკაცი ან ქალი ასაკი - 30-დან 80 წლამდე) ტექსტის შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან.

კონცერტები გაიმართება მუხნარის ტყესა და ქალაქში საღამოს. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეარჩიოს კონცერტების წამყვანებით მომსახურება, რომელთაც ექნებათ მსგავსი ღონისძიებების ან სატელევიზიო გადაცემის წაყვანის გამოცდილება - 1 ქალი - 20-დან 35 წლამდე, 2 მამაკაცი 25-დან 35 წლამდე.

გაიმართება ლიტერატურული პერფომანსი, 25-დან 60 წლამდე ასაკის, პოპულარული ქართველი 4 მწერლის მონაწილეობით. თითოეულმა მწერალმა უნდა შექმნას ჩანახატი ქუთაისზე და წარმოადგინოს ლიტერატურული პერფომანსი შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციაზე. პერფომანსის ხასიათის და ხანგრძლივობის შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან.

ქალაქში განთავსდება სხვადასხვა სახის დეკორაციები. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა დამზადდეს დიდი ზომის წიგნების ბუტაფორიები,ლიანდაგის იმიტაცია, ბანერები რეტრო ორთქლმავლის გამოსახულებით, იგეგმება ანიმაციური ვიდეორგოლის ჩვენება და ა.შ.



"ორმაისობის" ორგანიზებისათვის 43 ათას 550 ლარი გამოიყო
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დიზაინერი ელისო გეგენავა სხვადასხვა სახის აქსესუარებს
18:14 / 17.04.2019
დიზაინერი ელისო გეგენავა სხვადასხვა სახის აქსესუარებს
ქუთაისში, ამერიკულ კუთხეში მსოფლიო კინოს 5-დღიან შემეცნებითი
პროგრამა მიმდინარეობს.
17:59 / 17.04.2019
ქუთაისში, ამერიკულ კუთხეში მსოფლიო კინოს 5-დღიან შემეცნებითი პროგრამა მიმდინარეობს.
16:21 / 17.04.2019
"მემეგობრე შენც" - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები სასკოლო ბულინგის შესახებ
ბერლინის კინოაკადემიის ქართველი სტუდენტები ქუთაისში ფილმს იღებენ.
23:51 / 15.04.2019
ბერლინის კინოაკადემიის ქართველი სტუდენტები ქუთაისში ფილმს იღებენ.
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 4 - 8 °C
img
ქუთაისი 4 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019
"ქუთაისში ნიჭიერი სილამაზე დავინახე"-ოლგა ბაბლუანი
ქუთაისი  განსხვავებული ისტორიებით, ადამიანებით, დამოკიდებულებებითა და "ნიჭიერი სილამაზით"-ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში
18:21 / 15.04.2019