ქუთაისის მერიამ “ორმაისობის” ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გთავაზობთ გასამართი ღონისძიებების სავარაუდო ჩამონათვალს. 

ტენდერში გამარჯვებულმა ღია ცის ქვეშ დაგეგმილ ღონისძიებებს უნდა გაუწიოს კოორდინაცია, რეჟისურა შეთანხმდება შემსყიდველთან.

ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნის მოეწყობა ქალაქური სალონური კულტურის ამსახველი კუთხეები, წიგნების პავილიონი, ფემინისტების პავილიონი, სადღესასწაულო დროშები, ფრანგული ცხოვრების ამსახველი კუთხე დროებითი გამოყენების შესაბამისი დეკორაციებით.

პერფომანსი პარიზულ მოტივებზე  შესაბამისი კოსტუმებით. ხანგრძლივობა არანაკლებ 60 წთ. მინიმუმ 20 მსახიობის მონაწილეობით.

ოთხმა ქალმა უნდა განასახიეროს კატო მიქელაძე, მინადორა ორჯონიკიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, ქრისტინე შარაშიძე.

დღესასწაული სიტყვით უნდა გახსნას ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ქართველმა მწერალმა ( მამაკაცი ან ქალი ასაკი – 30-დან 80 წლამდე) ტექსტის შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან.

კონცერტები გაიმართება მუხნარის ტყესა და ქალაქში საღამოს. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეარჩიოს კონცერტების წამყვანებით მომსახურება, რომელთაც ექნებათ მსგავსი ღონისძიებების ან სატელევიზიო გადაცემის წაყვანის გამოცდილება – 1 ქალი – 20-დან 35 წლამდე, 2 მამაკაცი 25-დან 35 წლამდე.

გაიმართება ლიტერატურული პერფომანსი, 25-დან 60 წლამდე ასაკის, პოპულარული ქართველი 4 მწერლის მონაწილეობით. თითოეულმა მწერალმა უნდა შექმნას ჩანახატი ქუთაისზე და წარმოადგინოს ლიტერატურული პერფომანსი შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციაზე. პერფომანსის ხასიათის და ხანგრძლივობის შეთანხმება უნდა მოხდეს შემსყიდველთან.

ქალაქში განთავსდება სხვადასხვა სახის დეკორაციები. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა დამზადდეს დიდი ზომის წიგნების ბუტაფორიები,ლიანდაგის იმიტაცია, ბანერები რეტრო ორთქლმავლის გამოსახულებით, იგეგმება ანიმაციური ვიდეორგოლის ჩვენება და ა.შ.



“ორმაისობის” ორგანიზებისათვის 43 ათას 550 ლარი გამოიყო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *