ქუთაისის მერიამ “ორმაისობის” ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა.
ღონისძიებები ტრადიციულად ქალაქში სხვადასხვა ლოკაციებს მოიცავს. ღონისძიებების გასამართავად 43 ათას 550 ლარია განკუთვნილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტრადიციულად გაიმართება ღია ცის ქვეშ კონცერტები, გამოფენები, პერფორმანსები და ქალაქში განთავსდება სხავადასხვა ტიპის ბანერები. ასევე ტრადიციულად იქნებიან “გიმნაზიელი გოგონები”.
სატენდერო წინადადებების მიღება 12 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დამთავრდება.
“ორმაისობა” ორ დღესასწაულს “გვირილობას” და ქუთაისობას” აერთიანებს. ქუთაისში “გვირილობის” აღნიშნვნა გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ.