კულტურა
ქუთაისის მერიამ დამოუკიდებლობის დღისთვის ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერი თავიდან გამოაცხადა
ქუთაისის მერიამ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერი თავიდან გამოაცხადა. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ღონისძიებების ორგანიზებისათვის გამოყოფილი თანხა უცვლელია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქში 10-მდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვა იგეგმება, რისთვისაც კვლავ 9 ათას 625 ლარია გამოყოფილი.

სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 14 მაისს მთავრდება.


რა გახდა ღონისძიებების ორგანიზებისათვის სახელმწიფო შესყიდვის თავიდან გამოცხადების მიზეზი და რატომ ვარდება ტენდერები - უფრო ვრცლად მასალას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.  




| Print |