წყალტუბოში ძველი სანატორიუმი “მედეა” 9 ივნისს

ელექტორნული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს.  ელექტრონული მუსიკის ფესტივალი FEVER თავისი ივენთების სერიის პირველ სესიას გამართავს. მასში მონაწილეობას მიიღებენ:

Endorphins– დუეტი Endorphins 2015 წელს შეიქმნა და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ადგილობრივ საკლუბო სცენაზე. რეგულარულად მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ ტოპ ფესტივალებში როგორებიცა : Summer set festival, Gem fest, freedom music festival და ა.შ. ასევე ხშირად სტუმრობენ თბილისის წამყვან კლუბებს. საზღვარგარეთიდან მიღებულმა რამოდენიმე მოწვევამ, მათ კარიერაზე ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა. მათი სელექცია და სეტები ძირითადად ორიენტირებულია ჰაუს და ელექტრო ჟღერადობებზე. აფრიკული და აზიური ფოლკლორის ვოკალები და ელემენტები იმპროვიზაციის მთავარი ნიშანია ,რაც მათ სეტებს გამორჩეულს ხდის. როგორც დუეტი აცხადებს 2018 წელი მთლიანად პროდუქციას და დაწყებული პროექტების დამთავრებას დაეთმობა.

Trotsky– Trotsky aka რატი ხაზალია, მისი კარიერა უკავშირდება კაფე-გალერის გახსნას 2011 წელს. წლების მანძილზე ჟღერადობის ცვლილების მიუხედავად, მას ახასიათებს კონკრეტული მუსიკალური ხაზი რომლის გარშემოც ტრიალებს მისი მინიმალისტური ჟღერადობის სელექცია..

Digital Groove Affair – G2-ის რეზიდენტი დუო, რომელიც 2016 წელს გიორგი კაკოიშვილისა და სოლო გაგუას შემადგენლობით შეიქმნა. მათი სეტები ძირითადად ორიენტირებულია Garage/Deep/Funky House ჟღერადობაზე.

ფესტივალის მხარდამჭერია წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი. ბილეთების ფასი 25-დან 35 ლარამდე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *