3 მაისს, ქუთაისში კინო “საქართველო” ლაშა გაგოშიძის
ფილმის პრეზენტაციას უმასპინძლებს. “თეჯირს მიღმა” – ასე ჰქვია ფილმს, რომელის შესაქმნელადაც მასალები წლების განმავლობაში გროვდებოდა. ფილმი ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 70-ე წლისთავს ეძღვნება.
“19 წლის რომ გავხდი და შევიძინე ვიდეოკამერა იმ დღიან მოყოლებული ვქმნი ჩემს არქივს. ერთია, რომ გქონდეს არქივი და მეორეა, რომ ამას მხატვრული ღირებულება მისცე. 6 წელი ვფიქრობდი, რომ შემეკრა ფილმად. ბოლოს, ჩვენთან დაიდგა სპექტაკლი “ცისფერი კოცონი”, რომელიც ჰექტორ მალოს “უსახლკაროს” მიხედვითაა გაკეთებული და იმდენად მომეწონა ამ პიესის გმირი რენე, რომელიც ირჩევს პროფესიად მსახიობობას და როგორ გადის რთულ გზას, ისევე როგორც ჩვენმა თოჯინების თეატრმა გაიარა 1946 წლიდან დღემდე, ეს გახდა შთაგონების წყარო”,- ამბობს ლაშა გაგოშიძე.
შეგახსენებთ, ფილმის პრეზენტაცია კ/თ “საქართველოში” 3 მაისს 15 საათზე დაიწყება.