ქუთაისში თამარ მეფის N 97-ში მდებარე შენობა შპს ,,სიმღერის აკადემიას” გადაეცა.

აღნიშნულ შენობაში მრავალფუნქციური მუსიკალური სტუდია მოეწყობა. შპს ,,სიმღერის აკადემია” ვალდებული იქნება 2 წლის განმავლობაში შენობა მოაწესრიგოს, 2 წლის შემდეგ კი საიჯარო ქირის გადახდა მოუწევს, რომლის წლიური ღირებულება 40 943 ლარი იქნება.

შპს  ,,სიმღერის აკადემიას” აღნიშნული ტერიტორია 20 წლის ვადით გადაეცა.