,,ხელოვნების სხვადასხვა დარგები გარკვეული ლოგიკის გარეშე ებმის და ერწყმის ერთმანეთს’’

-ეს სიტყვები თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ეკუთვნის, რომლის წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგრაფ მიხეილ დარსაველიძის გამოფენა ერთდროულად გაიმართა. ხელოვნების ორი განსხვავებული დარგი ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი.  ჰიბრიდული ღონისძიება ქუთაისი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.

 

წიგნი ,,უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები’’ ქართული თეატრის ისტორიას ასახავს მილენიუმიდან პანდემიამდე. ის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. წიგნში საუბარია დრამატურგიის განვითარებაზე, სცენურ თავისებურებებზე, კლასიკურ მწერლობაზე და ა.შ.

,,პარიზული ქუთაისი’’-ეს მიხეილ დარსაველიძის გამოფენის სახელწოდებაა. ფოტოგრაფმა ქუთაისში არსებული პარიზული დეტალები დაიჭირა და ის მის შემოქმედებაში ასახა. საფრანგეთისა და ფრანგული ხელოვნებისადმი დაინტერესება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეორად პროფესიად ფრანგული ენა და ლიტერატურა აირჩია.

,,ის, რომ ქუტაისში პარიზული დეტალები დაიჭირო მარტივი არაა. ამას გარკვეული ხედვა სჭირდება. საჭიროა ამავე დროს კვლევა და ძიება. ერთ დღეს გავიხედე ქუტაისი ქუჩებში და ჩემს წინ საოცარი სილამაზე გადაიშალა, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. შევნიშნე ის ფრანგული დეტალები, რაც ჩვენს ქალაქს მეტად მიმზიდველს ხდის, მაგრამ ასე ერთი შეხედვით რთულია შეამჩნიო,’’-ამბობს მიხეილ დარსაველიძე.

სულ მიხეილ დარსაველიძის 26 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *