იმერეთის თეატრალური ფესტივალი დღეს
სრულდება. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 13:00 საათზე, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის “უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები” პრეზენტაცია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზში მოეწყობა. 17:30 საათზე, მესხიშვილის თეატრის ფოიეში, ჟურნალის “თეატრალური ქუთაისი” პრეზენტაცია ჩატარდება. საკონკურსო დღის ფარგლებში, 18:00 საათზე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი სპექტაკლს “ნოსტრადამუსი” ითამაშებს.
“თეატრალური იმერეთი 2021” საზეიმო დახურვა და ფესტივალის 13 ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება 19:00 საათზე დაიწყება.
თეატრალური იმერეთი 17 ივნისს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მაყურებელმა იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრების წარმოდგენები იხილა. წელს პანდემიის გამო ფესტივალს საერთაშორისო სტუმრები არ ჰყოლია.