ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი” დასრულდა.
ჟიურმა გრან პრი არ გასცა. ნომინაციაში საუკეთესო ,,საუკეთესო სპექტაკლი” პრიზი არცერთ თეატრს მიუღია. ჟიურის თავმჯდომარე ჩხარტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგი ფესტივალისთვის თეატრები უკეთესად მოემზადებიან და მომავალ წელს ჟიური გრანპრს გასცემს.
გაიცა პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში:
,,საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა” – რევაზ კლდიაშვილი. პიესა- ,,იმერელი ვექილი”.
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება -ვანის სახალხო თეატრი.
პოეტური ნაწარმოების ორიგინალური სცენური ინტერპრეტაცია -საჩხერის თეატრის რეჟისორი, გიორგი მეტონიძე, სპექტაკლი – ,,ფუტურო ადამიანები”.
საუკეთესო ეპიზოდური როლის შემსრულებელი-ბაღდათის თეატრის მსახიობი, ეთერ დევიძე.
საუკეთესო დებიუტი-სამტრედიის თეატრის მსახიობი ნინი ჭახნაგია და ტყიბულის თეატრის მსახიობი, ნიკოლოზ დონაძე.
საუკეთესო სცენოგრაფია-საჩხრრის თეატრის მხატვარი, ლია დარბაიძე.
ფესტივალის აღმოჩენა-საჩხერის თეატრის მსახიობი, დარეჯან დარბაიძე. საუკეთესო ქალი მსახიობი -ხარაგაულის თეატრის მსახიობი, ირინე ჩხეიძე.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი – წყალტუბოს თეატრის მსახიობი, ზურაბ ყურაშვილი.