ხარაგაულის მუნიციპლაიტეტის მერია საახალწლო

ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით,  მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვაა დაგეგმილი. ღონისძებათა ჩამონათვალი ასეთია:

საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი

საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;

დღის ცენტრის ,,ორიონის” შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;

შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;

კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს” ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი, 12:00 საათი;

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი, 15:00 საათი;

საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;

“თოვლის ბაშო” – ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, – 29 დეკემბერი, 13 საათი.

ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი, 13:00 საათი;

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.

ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის” კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.

საშობაო ტრადიციული “ალილო” – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.

საბავშვო სპექტაკლის პრემიერა “ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი”(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) – 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *