ფოტოგრაფიის მოძრავმა მუზეუმმა მეოთხე
ღონისძიება ქუთაისში გამართა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ფოტო ჩვენება და საჯარო ლექცია საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპებს მიეძღვნა. აჩვენეს ქართველი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილი სლაიდშო.
“დროსთან ერთად იცვლება ხედვა. მაგალითად პორტრეტის გადაღება ეს არ არაის უბრალოდ გადაღება, რადგან გამომეტყველებით, ჩაცმის სტილით თუ სხვა დეტალებით ჩვენ ინფომრაციას ვიღებთ ამა თუ იმ ეპოქის შესახებ. დღეს მეორე ნაწილში ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები ვაჩვენეთ, სადაც სწორედ გვაქვს ასეთი პორტრეტული ნამუშევრები. დღევანდელი ღონისძიების სახელია მოძრავი მუზეუმი, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოპულარიზაცია გაუწიოს ფოტოგრაფიას და მის ტრადიციებს ჩვენს რეგიონში. საქართველოში ფოტოგრაფიას კარგი ტრადიცია აქვს და უმარავი საინტერესო კადრია შემორჩენილი”,- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ელენა ვალაიტემ.
ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ღონისძიების გამართვის ინიციატორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი და დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასოცირებული პროფესორი თამთა თურმანიძე იყო.
“ფოტოგრაფია ხელოვნების განსაკუთრებული დარგია, რომელიც იძლევა საშუალებას გავაჩეროთ დრო. სწორედ გაჩერებული დროის შესახებ იყო ეს ლექცია. მოიცავდა ქართული ფოტოგრაფიის განვითარების ისტორიას და არა მხოლოდ ქართულის. აქ იყო თანამდროვე ფოტოგრაფიის ტენდენციები ნაჩვენები. ეს ერთგვარად შემეცნებითი ხასიათისაა. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ჟურნალისტიკას , ფოტოგრაფიას, ხელოვნებათმცოდნეობას გაეცნონ ი ტენდენციებს, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიაში არსებობს”,- განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა თამთა თურმანიძემ.
სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის ” ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა.
სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული. ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველი ღონისძიება თუშეთში, ომალოს ცენტრში გაიმართა.