მხიარულთა და საზრიანთა კლუბების იმერეთის
სასკოლო ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადება იწყება. ჩემპიონატის ჩატარების ორგანიზებისათვის ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. თანხა 3 ათას 500 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს:
იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო კლუბების მონაწილეობა.
რეჟისორების (2 პირი) ჩართულობა, რომლებმაც უნდა დაწერონ სცენარები და მოამზადონ გუნდები სასცენო გამოსვლისათვის. აღნიშნულ პირებს უნდა გააჩნდეთ მსგავსი ღონისძიების რეჟისორობის 2 (ორი) წლის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა.
ჩემპიონატის მონაწილე კლუბების სცენარების რედაქტირებისათვის 2 (ორი) რედაქტორის მოწვევა (სცენარები არ უნდა შეიცავდეს ხუმრობებს სატელევიზიო შოუებიდან, სხვა ჩემპიონატებიდან და ა.შ. ასევე ნომრებს, რომლებიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, ჰომოფობიურ განცხადებებს და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების შელახვას). რედაქტორებს უნდა გააჩნდეთ მსგავსი ღონისძიების რედაქტორობის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა.
ერთი წამყვანის მოწვევა, რომელმაც უნდა წაიყვანოს ჩემპიონატი და უნდა გააჩნდეს მსგავსი ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა.
მუსიკალური გამფორმებლის მოწვევა, რომელსაც უნდა გააჩნდეს მსგავსი ღონისძიებების მუსიკალურად გაფორმების მინიმუმ 2 (ორი) წლის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია – მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ხელშეკრულებ(ებ)ი, ცნობ(ებ)ი ან/და სხვა.
პროექტის 120 მონაწილისათვის სერთიფიკატების ბეჭდვა და გადაცემა (ფერადი ბეჭდვა, A4 ფორმატი, ცარცის ქაღალდი, 250 გრ-იანი, რომელზეც სხვა ლოგოებთან ერთად უნდა განთავსდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ლოგო და მერის ხელმოწერა და დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან), თასების შესყიდვა (3 ცალი, ზომები: I ადგილი – სიმაღლე 50 სმ; II ადგილი – სიმაღლე 30 სმ; III ადგილი – სიმაღლე 30სმ. ფერი: ოქროსფერი) და ბანერის ბეჭდვა (ზომა 120სმხ200სმ, მასალა ვინილი არანაკლებ 380 გრ-იანი, ფერადი ბეჭდვა, სრულფერიანი, გადაჭიმული შტენდერზე. დიზაინი შეთანხმდეს შემსყიდველთან)
“ფესტივალის სცენარი უნდა წარუდგინოს “შემსყიდველს” ხელშეკრულების დადებიდან 2 დღის ვადაში და “შემსყიდველის” შენიშვნების გათვალისწინება (არსებობის შემთხვევაში) არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეში.
ჟიურიში საზოგადოებისათვის ცნობილი სახეების მიწვევას უზრუნველყოფს “შემსყიდველი”, სულ 5 ადამიანი.ფესტივალის ჩასატარებელ დარბაზს და აპარატურას უზრუნველყოფს “შემსყიდველი”.
“მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების იმერეთის სასკოლო ჩემპიონატის ორგანიზება 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში.