ქუთაისის ოპერის თეატრმა
48-ე თეატრალური სეზონი დახურა. ოპერის მოყვარულებმა ზაქარია ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი” იხილეს. სპექტაკლში მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდული პროგრამების სოლისტი გიორგი სტურუა, რომლმაც აბესალომის პარტია შესარულა. ეთერის პარტია კი ნათია სტეფანიშვილმა. საოპერო სპექტაკლში ოპერის თეატრის გუნდთან, ორკესტრთან, ქორეოგრაფიულ დასთან ერთად დაკავებული იყო ქუთაისის პანტომიმის თეატრი ბაქარ ბაქრაძის ხელმძღვანელობით.
“ეს წლევანდელი საპრემიერო სპექტაკლი იყო. წელს თავიდან დავდგით კულტურის სამინისტროსა და თბილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დახმარებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით. ეს სპექტაკლი იმით გამოირჩეოდა, რომ მასში მონაწილაობას ღებულობს ჩვენიადგილობრივი დასის ყველა წარმომადგნელი. ასევე სტუმრად გვყავს ჩვენს კედლებში აღზრდილი და ჩვენთან ფეხადგმული მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდული პროგრამის სოლისტი გიორგი სტურუა. ის არდადეგებზე დაბრუნდა და მოვიწვიეთ ის მთავარ პარტიაში აბესალომის პარტიაში. რომელიც მას ძალიან უხდება და ძალიან კარგად გაართვა თავი”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის ოპერისა დაბალეტის თეატრის მტავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ოპერის მოყვარულებს მომავალ სეზონამდე დამეშვიდობა.