რადიო “ძველი ქალაქი” იწყებს რუბრიკას “ქართველები უცხოეთში”.
რუბრიკის პირველი სტუმარია ახალგაზრდა ლექტორი რუსუდან მურუსიძე, რომელმაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ინგლისური ფილოლოგიის განხრით. მუშაობა ქუთაისში დაიწყო, თუმცა უკვე 7 წელია საზღვარგარეთ იმყოფება. რუსუდანი ქუვითში, ამერიკულ უნივერსიტეტში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია.
რუსუდან მურუსიძის გზა ქუთაისიდან ქუვეითამდე – მოისმინეთ სიუჟეტი.