ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის დარბაზში
, მწერალმა ცირა ყურაშვილმა საზოგადოებას გააცნო მოსაზრებები გალაკტიონ ტაბიძის ლექსის “გადიას” ვრცელ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც დაცულია ქუთაისის ბიბლიოთეკის ძველ გამოცემებში.
“მე როდესაც კვლევა დავიწყე აღმოვაჩინე გალაკტიონის უცნობი ფრაგმენტი, რომელსაც ჰქვია “გადია”. ამ ნაწარმოებიდან ფრაგმენტები სხვადასხვა გამოცემებში იყო წარმოდგენილი, თუმცა ასე ერთიანად არსად, ზუსტად მთლიანად “გადია” ზუსტად ქუთაისის ბიბლიოთეკის ძველ გამოცემებშია დაცული,”- განაცხადა მწერალმა ცირა ყურაშვილმა.