იანვარში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 110.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი…

იმერეთში კორონა ვირუსით ინფიცირების 601 შემთხვევა გამოვლინდა

21 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 11 329, ხოლო გარდაიცვალა 32 ადამიანი.

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს იხსნას თემურ ჯანაშია ციხისგან

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს.

ირაკლი კობაძიძე ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ქუთაისში იმყოფებოდა

,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ქუთაისში გამართა.

ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ

ქუთაისში გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მათ ქუჩაში ვაჭრობა ეკრძალებათ, აპროტესტებენ.

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.0% შეადგინა, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით კაცებში უფრო მაღალია

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თანადამფუძნებელს ევროკრედიტმა პოლიტიკური საქმიანობის გამო მომსახურებაზე უარი უთხრა

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თანადამფუძნებელს, გია თევდორაძეს კომპანია ,,ევროკრედიტმა” მომსახურებაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ ის პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაა.

ეპიდ.ვითარების გამო ქუთაისში ოთხმა ბაღმა მუშაობა დროებით შეაჩერა

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისში არსებულმა ოთხმა ბაღმა მუშაობა დროებით შეაჩერა.