ქუთაისში გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მათ ქუჩაში ვაჭრობა ეკრძალებათ, აპროტესტებენ.

ადგილზე სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მერია გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი შემოსავალი მცირეა და გადასახადს ვერ გადაიხდიან.

,,ღამე ქურდულად მოვიდნენ და ყველაფერი წაიღეს. არ იმუშაოთო, წადით სახლში და მშიერები იყავითო. ბაზარში მუშაობას გვთავაზობენ, თუმცა იქ გადასახადი დიდია და ვერ შევწვდებით,’’-ამბობენ გარემოვაჭრეები.

ისინი გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.

მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობა უკანონოა და გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილონ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *