ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისში არსებულმა ოთხმა ბაღმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მე-6, მე-13, 26-ე და 30-ე ბაღებში.
ამ დროისთვის, ქუთაისში არსებული სკოლამდელი დაწესებულების 145 თამაშრომელია ინფიცირებული. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით, ეს მონაცემი გასულ კვირასთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან წინა კვირაში ეს მაჩვენებელი. დაახლოებით, 300-ს შეადგენდა.
მოიმატა ბაღებში აღსაზრდელების გამოცხადების მაჩვენებელმაც, რამაც დღეის მდგომარეობით, 1470 შეადგინა.
ამ ეტაპზე, დაახლოებით, ქუთაისში არსებული სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლების 40%-ია ვაქცინირებული ორჯერადად.