,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ქუთაისში გამართა.
ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალთა ორგანიზაციების დაფუძნება ხელს შეუწყობს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების შინაარსობრივ და ღირებულ ჩართვას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქალების როლის წინა პლანზე წამოწევა და ამის შესაძლებლობას ქალთა ორგანიზაციების დაფუძნება იძლევა.
,,ჩვენი ძირითადი მიზანი ქალი პოლიტიკოსების პროფესიული ზრდაა.2025 წლის არჩევნებში გვინდა მეტი ქალი გვყავდეს წარმოდგენილი საკრებულოში, მერობის კანდიდატად და პარლამენტში. ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს და ამ გეგმებს ხორცს აუცილებლად შევასხამთ,”-ამბობს ირაკლი კობახიძე.
მან ასევე დღევანდელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ,,ქართულ ოცნებას” ერთიანი და სწორად ჩამოყალიბებული გუნდი. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმ ბრძოლის გაგრძელებაა, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს დაიწყო.