21 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 11 329, ხოლო გარდაიცვალა 32 ადამიანი.

იმერეთში კორონა ვირუსით ინფიცირების 601 შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 129 978 საიდანაც:

5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 617, იმერეთში – 1 018.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 143, იმერეთში – 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 38, იმერეთში – 26.

896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 586 – თბილისში, 167 – აჭარაში.

123 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776 -მდე, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *