სამი პარტიის -,,დროას”, ,,გირჩის” და ,,სტარატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა, 26 ნოემბერს, ქუთაისში ევროინტეგრაციის საკითხზე შეხვედრა გამართეს.
ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ საქართველოს ევროპული არჩევნის უპირატესობასა და ევროკავშირის მიერ მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალუსტები და სხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ.
,,საქართველოს აქვს ორი არჩევანი: ან ძლიერი, განვითარებული საქართველო, ნატოსა და ევროკავშირთან ერთად; ან სუსტი და მაჩანჩალა სახელმწიფო რუსეთის პირისპირ. ჩვენ პირველი უნდა ავირჩიოთ. ეს ყველაზე კარგად ქუთაოსელმა ხალხმა იცის, რადგან აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ოქროს ხანას და ევროპულ მომავალს. ჩვენს ევროპულ გზას წინ ,,ქართული ოცნება” ეღობება, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს,”-ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.
,,ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ასევე, იმ რისკებზე, რაც საქართველოს წინაშე დადგება, თუ ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებს. ვსაუბრობთ გამოსავალზე და ეს გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა,”-ამბობს ,,გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
სამი პარტიის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს სისტემატიურად მართავენ. ისინი საზოგადოებას ევროინტეგრაციის სიკეთეებზე ესაუბრებიან.