აქციის ფარგლებში აქტივისტებმა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე გაზეთ “ბათუმელების” სპეც ნომერი დაარიგეს, რომელიც რეჟიმის უკანონო პატიმრებს მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით, თუმცა, შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საკითხზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია და არ დაუდგენია, წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას ეს ქმედება. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *