,,ანტიკორუფციული მოძრაობა” ქუთაისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
2023 წლის წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქუთაისის ბიუჯეტის 45% შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება, რაც ,,ანტოკორუფციული მოძრაობის” იმერეთის ბიუროს წარმომადგენლის, თემურ ცამციშვილის შეფასებით, დიდი შეცდომა და დანაშაულია. მისი თქმით, ამ ყველაფერს წარმომადგენლობითი ხარჯებიც დაემატება და ქუთაისელების ბიუჯეტის ნახევარზე მხოლოდ ხელფასებს და სხვა ხარჯებს მოხმარდება.
,,45 პროცენტი ხელფასებზე დაიხარჯება. ამას ემატება ავტოპარკის შენახვა, რომელიც ნახევარი მილიონი ჯდება. გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ხარჯები. გამოდის, რომ ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ხელფასებზე და სხვა ხარჯებზე წავა, რაც არაგონივრულია. ეს არ არის ადგილობრივ ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი,”-ამბობს თემურ ცამციშვილი.