ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა.
მისი თქმით, მიმდევნო წელს, დაფინანსება დამატებით 314 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 510 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
თავდაცვის სამინისტრო – 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1 მილიარდ 70 მილიონი ლარი;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 180 მილიონი ლარი.
ჯამური – 2 მილიარდ 510 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე, მიიმართება შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით.
ლაშა ხუციშვილის თქმით, გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, განხორციელდება ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.
თავდაცვის შეიარაღებისთვის გათვალისწინებულია 175 მილიონ ლარამდე, ხოლო ჯარის ლოგისტიკური ხარჯებისთვის 285 მილიონ ლარამდე.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 216 მილიონ ლარზე მეტი.