კლინიკა “ვივა მედში” სამედიცინო კონსილიუმი იმართება.

ექიმებმა მესამე პრეზიდენტის კვლევების შედგებეზე უნდა იმსჯელონ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიიღეს და რომელიც დღესაც და გუშინაც დამატებით ჩაუტარდა.

უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ძვლის ტუბერკულოზიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, პაციენტი სულ უფრო სუსტდება. გართულებები აქვს სხვადასხვა მიმართულებით და ჯერ უცნობია სიცხის მიზეზი.

“ჯერ ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ ტუბერკულოზის საკითხს. მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, ძნელად ამოძრავებს და რაც მთავარია, გაუსაძლისი ტკივილები აქვს” – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

უფლებადამცველი ამბობს რომ ექიმები მას არ აწვდიან ინფორმაციას, რა დაავადებები აღმოუჩინეს და რატომ უარსდება მისი მდგომარეობა.

შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა ვივა მედის სამედიცინო დარღვევებზე საუბრობს და ამბობს რომ სასამართლოს ყველა მტკიცებულებებს მიაწვდის. ადვოკატი ისვე ითხოვს ვივა მედიდან ჩანაწერების ამოღებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *