აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიისთვის.

მისი თქმით, ნესბისმიერი რა, რაც დაასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველს.

“მედიის თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამის გამო ვუჭერთ მხარს საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის მანძილზე. მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. ამას ამბობს როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს კონსტიტუცია.

ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველს და საძირკველს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის არის უაღრესად მნიშვნელოვანი”, – თქვა ელჩმა.

აშშ-ის საელჩო საქართველოში მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რისკის ქვეშ აყენებს მედიის თავისუფლებას და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *