ნუგზარ კოხრეიძე სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს შორის, ქულების დაჯამების შედეგად მესამე ადგილზეა.
ნუგზარ კოხრეიძის გარდა პირველ ხუთეულში მოხვდნენ: ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და სერგო მახარაძე.
მომდევნო ეტაპი პარლამენტის ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ კანდიდატების დასახელებაა, რომელთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს.
დეპუტატებმა კანდიდატები 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ.
ნუგზარ კოხრეიძე 25 წელია არასამთავრობო სექტორში მუშაობს. ის ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. აგრეთვე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე და მესამე სამუშაო ჯფუფის თანაკოორდინატორი, გარდა ამისა – აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლიმატის მოქმედებათა ქსელის საბჭოს წევრი.