საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ დამძიმდა.
ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტს სახეზე შავი ფერი აქვს, ხელები კი დამჭკნარი.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ რა დაავადებაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, მისი მკურნალობა საქართველოში არ ხერხდება.
,,ძალიან ცუდად არის. შავი ფერი აქვს სახეზე, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა. რაც შეეხება მკურნალობას, პირველ რიგში სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, შემდეგ გადაწყვეტენ ექიმები სად უნდა უმკურნალონ. მე რა ინფორმაციაც მოვიძიე საქართველოში ასეთი დაავადებების მკურნალობა არ ხდება”,- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.