საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ვიზიტს განაგრძობს.
სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შევხდა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბერლინის კედლის დანგრევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი აქვს. მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გუშინ შეიტანა და აქვს იმედი, რომ ქვეყანა მალე ევროპული ოჯახის წევრი გახდება.
“ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის – უკრაინელების, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ყველაფერი მთავრდება.
ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერია შეუძლებელი!
გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია! ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა!” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.