უკრაინაში 33 წლის ქალს ოკუპანმტებმა ქმარი მოუკლეს, შემდეგ კი იარაღის მუქარით აიძულეს, ტანსაცმელი გაეხადა.
ხოლო მისი 4 წლის შვილი მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა ოთახში იმალებოდა. როდესაც მოძალადეებმა დაიძინეს, დედა შვილთან ერთად სახლიდან ფეხით გაიქცა. მამის გარდაცვალების შესახებ ბავშვმა ამ დრომდე არაფერი იცის.
როგორც გერაშჩენკო წერს, დედა-შვილი ახლა უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.