უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
კულებას აღნიშნული განცხადება რომან აბრამოვიჩის და უკრაინის დელეგაციის 2 წევრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.
„მე ვურჩევ ყველას, ვინც მიდის მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციასთან არაფერი ჭამონ და არ დალიონ. სასურველია, რომ თავი აარიდონ ზედაპირებზე შეხებას“, – დმიტრო განაცხადა კულებამ.