უკრაინა რუსეთიდან გასულ კომპანიებს მშვიდობის ჯილდოს გადასცემს.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გააკეთა. მისი თქმით, გულგრილობა და დუმილი დუმილი ახლა თანამონაწილეობაა.
ერმაკმა სხვა კომპანიებს, ვისაც ჯერ რუსეთი არ დაუტოვებია, მოუწოდა, “გააკეთონ სწორი არჩევანი”.
“შეუძლებელია ომის დანაშაულის მხარდაჭერა. დაუშვებელია ომის დამნაშავეებთან ვაჭრობა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე ფულის შოვნა”, — ამბობს ის.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ბევრმა საერთაშორისო კორპორაციამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში მრავალ ინდუსტრიაში, მათ შორის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსები და ტექნოლოგია.