ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიზანია ევროპა რუსულ გაზზე რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული გახდეს, რათა რუსეთს სანტაჟის საშუალება არ მიეცეს.
აშშ-ის მიზანია მიმდინარე წლის ბოლომდე კონტინენტი 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზით მოამარაგოს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა დადო პირობა, რომ წელს ორი მესამედით შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას სხვა ქვეყნებიდან იმპორტითა და განახლებადი ენერგიის რესურსების გაფართოების საშუალებით.