ინფორმაციას ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ, მის პარტიაში არ ადასტურებენ.
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია გენერალურ პროკურატურას მიმართავს. როგორც პარტიის პრესსამსახურში ამბობენ ისინი ამზადებენ სარჩელებს ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სენატორ ალექსანდრ პრონიუშკინს, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ მანდატის დატოვებისკენ მოუწოდა.