კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა “ანტონოვი“დაიბომბა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, 7 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო ეკიპაჟები და ექიმები, შენობიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.