გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ უკრაინიდან გაქცეული ადამიანების რიცხვი დღეისათვის 2,5 მილიონს აღწევს.
“უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ – ტრაგიკულად – დღეს 2,5 მილიონს მიაღწია”, – წერს გრანდი თავის ოფიციალურ Twitter-ზე.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით 1.5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილების პოლონეთში გადავიდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი , 110 000-ზე მეტი ლტოლვილი გერმანიაში ჩავიდა.