ახალი კვლევის მიხედვით, უკრაინაში გამოკითხულთა 57%-ს სჯერა, რომ უახლოეს კვირებში გაიმარჯვებენ.
18% მიიჩნევს, რომ უკრაინა ომს შემდეგ კვირაში მოიგებს, 39%-ის თქმით, რამდენიმე კვირაში, 18%-ის აზრით, ომი რამდენიმე თვე გაგრძელდება, ხოლო გამოკითხულთა 9% 6 თვეს და მეტს ასახელებს. კვლევის შედეგებს Unian ავრცელებს.
ასევე, უკრაინელების 92% მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს. შედეგების თანახმად, დღეს მხოლოდ 6%-ს არ სჯერა, რომ რუსულ აგრესიას მოიგერიებენ — რწმენა, რომ გაიმარჯვებენ ქვეყნის ყველა რეგიონში ჭარბობს.
Unian-ის განცხადებით, გამოკითხულთა 91% შექმნილ მდგომარეობას იმედიანად უყურებს, მხოლოდ 6% განიცდის უიმედობას.