ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმ ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი გადაერქვა და მას „უკრაინელი გმირების“ სახელი ეწოდა.

„დღეიდან რუსეთის საელჩოში დასაქმებულთა სავიზიტო ბარათებს დაამშვენებს წარწერა, რომელიც პატივს მიაგებს უკრაინის ბრძოლას და ყველას მოუწევს რუსული რეჟიმის მიერ მშვიდობიანი უკრაინული ერის წინააღმდეგ ჩადენილ სიმხეცეზე ფიქრი, როდესაც ამ ქუჩის დასახელებას დაწერენ“, – განაცხადა ვილნიუსის მერმა რემიგიუს სიმასიუსმა.

ქუჩის სახელი ოფიციალურად იცვლება. რუსეთის საელჩოში წერილები მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ საელჩო საკუთარ მისამართს შეცვლის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *